ნიკოლაევის საცხოვრებელ უბანზე რუსების სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
რუსებმა ნიკოლაევის საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ნიკოლაევის მერ ალექსანდრ სენკევიჩსა და რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიტალი კიმზე დაყრდნობით წერს.
ადგილობრივი დროით 16:51 საათზე ნიკოლაევში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, ხოლო უკრაინის საჰაერო ძალებმა 17:10 საათზე ქალაქს საფრთხის შესახებ შეატყობინეს. კერძოდ, საუბარი იყო ნიკოლაევის რაიონში მდებარე რაკეტაზე.
მოგვიანებით, ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა აფეთქების შესახებ განაცხადა.
„სამწუხაროდ, დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქე. ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი სექტორი. ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.