Bloomberg: ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ „სამშვიდობო მისიას“ გააგრძელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, „სამშვიდობო მისიას“ გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ორბანის თქმით, ის გააგრძელებს შეხვედრებს და ამის შესახებ განცხადებას მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გაავრცელებს, როგორც ეს ჩინეთსა და რუსეთში ვიზიტისას გააკეთა, რადგან მიაჩნია, რომ ომის გავრცელების შესაჩერებლად სამშვიდობო მისია აუცილებელია.

„უბრალოდ, ძალიან რთულია გამოსვლა იქიდან, სადაც ისინი არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, მაგრამ უმჯობესია, ეს არ იყოს პანიკური და ნაჩქარევი შემობრუნება“, – განაცხადა ორბანმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები