დონალდ ტრამპი: დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს
ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიანი მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს – დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, არ მოხდებოდა არც რუსეთ-უკრაინის ომი და არც ისრაელი-„ჰამასის“ ომი.
„დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ასევე ისრაელზე თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.