ბაიდენის საარჩევნო კამპანიის თანაშემწე: ბაიდენი არის და იქნება „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, კვენტინ ფულკსმა განაცხადა, რომ ბაიდენის საარჩევნო კამპანია არ მუშაობს რაიმე სცენარზე, სადაც ბაიდენი არ არის საპრეზიდენტო კანდიდატი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი კამპანია არ მუშაობს არცერთ სცენარზე, რომელშიც პრეზიდენტი ბაიდენი არ არის საპრეზიდენტო კანდიდატი. ჯო ბაიდენი არის და იქნება „დემოკრატების“ კანდიდატი. პრეზიდენტმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის რჩება ამ რბოლაში“, – აღნიშნა კვენტინ ფულკსმა.

კითხვაზე, თუ როგორ გეგმავენ „დემოკრატები“ დაუპირისპირდნენ „რესპუბლიკელების“ ერთი შეხედვით ერთიან ფრონტს RNC-ში, ფულკსმა უპასუხა: „ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ერთიანობით“.

„და რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ თემაზე საუბარს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა დევს სასწორზე, და რა მოვისმინეთ ამ კონვენციის პირველი სამი ღამის განმავლობაში, და რის მოსმენას ვაპირებთ ამაღამ დონალდ ტრამპისგან, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები