პიტერ სიიარტო: უნგრეთი მზადაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებისთვის მხარეებს თავისი ტერიტორია შესთავაზოს

უნგრეთი მზადაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებისთვის მხარეებს თავისი ტერიტორია შესთავაზოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, მე დავუკავშირდი მინისტრ ლავროვს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ერმაკს და ორივეს ერთი და იგივე ვუთხარი – რომ უნგრეთი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ბუდაპეშტი მზადაა ნებისმიერი ადგილის შესათავაზებლად, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ექნებათ თანაბარი პირობები, თანაბარი უსაფრთხოება და თანაბარი შანსები.

„ასე რომ, თუ დაგჭირდებით, თქვენს განკარგულებაში ვართ“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები