გასეირნება ბანფის ეროვნულ პარკში

ბანფის ეროვნული პარკი კანადის უძველესი ეროვნული პარკია. ის 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში დაარსდა. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით, 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში. მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს მთიან ადგილებს, მრავალ მყინვარსა და მყინვარულ მასივებს, ასევე ალპურ მინდვრებსა და წიწვოვან ტყეს.

პარკში გამავალი Icefields Parkway-ის საავტომობილო გზა გადაჭიმულია სამხრეთიდან – ლუიზის ტბიდან – ჩრდილოეთისკენ – ჯასპერის ეროვნულ პარკამდე. ბანფის ეროვნულ პარკს ესაზღვრება დასავლეთით ტყის მასივი და იუჰოს ეროვნული პარკი, სამხრეთით – კუტენეის ეროვნული პარკი და სამხრეთ-აღმოსავლეთით – Kananaskis Country-ის ეროვნულ პარკთა ქსელი. პარკის კომერციულ ცენტრს ქალაქი ბანფი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ბოუს ხეობაში მდებარეობს.

ბანფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია. სამწუხაროდ, მისი ეკოსისტემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო კანადის პარკების ორწლიანი ეკო-მონიტორინგი და შესწავლა, რის შემდეგადაც შემუშავდა სხვადასხვა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, პარკების ეკოსისტემის გაუმჯობესება დაიწყო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები