რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის კიევზე, მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დედაქალაქზე იერიშის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 96 ადამიანი დაშავებულია.
უკრაინის საგანგებო სამსახურების ცნობით, კიევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე გრძელდება.
ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად მსხვერპლი დაფიქსირდა სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დნიპროში. დაიღუპა 5 ადამიანი, 16 კი დაშავდა.