ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, ფაქტობრივად, დაკარგეს პოლიტიკური პარტიის სახე

“ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, ფაქტობრივად, დაკარგეს პოლიტიკური პარტიის სახე. ეს სახე მათ დაკარგეს ამ წლების განმავლობაში”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება.

“ყოველ ჯერზე უპირისპირდებოდნენ ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას, არჩევნებს, დემოკრატიას, ამიტომ მათ ეს მოჯადოებული წრე რომ ვერ გაარღვიეს და ამ დაპირისპირების შედეგი რომ ვერ დადეს, ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთს ადანაშაულებენ თავის ამ ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული საქმიანობის წარუმატებლობაში, ამიტომ ეს დაპირისპირება შეუქცევადი ხასიათისაა.

სრული დემორალიზაცია რომ არის სახეზე ეს ფაქტი. დესტრუქცია, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ, თავად ისინი შეჭამა. რომელ ერთობაზეა საუბარი, ან საზოგადოებრივის ნდობის რომელ მაღალ ხარისხზე, ძნელი წარმოსადგენია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები