ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 9 ივნისს, 14:00 საათზე აბიტურიენტებისთვის ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით – https://bit.ly/4uNViaT.

„მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან.

შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხატისაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები – აივენგო შათირიშვილი და გიორგი ჩეჩელაშვილი გაუძღვებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები