ვარციხეში ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ქუჩის ძაღლს სანადირო თოფიდან ესროლეს და დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ცხოველს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები