სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება იანეთში მე-16 ქუჩაზე, სადაც კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.

„განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა კომფორტულ მოძრაობას.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

როგორც მერმა განმარტა, ვიზუალური დათვალიერებით სამუშაოები ხარისხიანად მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები