თორნიკე რიჟვაძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის.

თქვენი წარმატება და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას.

გგულშემატკივრობთ და გისურვებთ წარმატებას“ – აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები