გოგი მეშველიანი: გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას

საქართველოს პარლამენტის საფინანსი-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟირიტარი გოგი მეშველიანი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვება! “ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდა თითოეულს წარმატებები გისურვოთ. დღეს, თქვენ დგამთ პირველ ნაბიჯს საკუთარი ოცნებების ასასრულებლად და სწორედ დღევანდელი დღე განაპირობებს ცხოვრების ახალი, სრულიად განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო ,შემეცნებით და ამავდროულად, სილაღითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების დაწყებას რასაც, სტუდენტობა ჰქვია. მჯერა თქვენი. თქვენ, შეძლებთ საგამოცდო ფურცელთან საკუთარი თავისა და ცოდნის რეალიზებას. გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას!”-განაცხადა მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები