ინდოეთში, რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა

ინდოეთში, რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 108 ქალი და 7 ბავშვია.

შემთხვევა ნიუ-დელიდან 200 კილომეტრით დაშორებით, უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა.

მომხდარის შედეგად არიან დაშავებულებიც. სულ მცირე, 150 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რელიგიური ღონისძიების ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ღონისძიებას 80 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები