ინდოეთში რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა

ინდოეთში რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი უტარ-პრადეშის შტატში, ჰატრას რაიონში, ინდუსურ რელიგიურ ღონისძიებაზე – სატსანგზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია.

ადგილობრივების განცხადებით, არიან დაშავებულებიც – სულ მცირე 150 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა ჭყლეტის მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები