თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და 4 წლის შემდეგ ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, “ევროსტატის” მონაცემებით, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი მარტში, თითქმის ოთხი წლის შემდეგ განაახლა.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მიერ გამოქვეყნებულმა „ევროსტატის“ მონაცემებმა აჩვენა, რომ თურქეთმა მარტში ირანიდან 576 ტონა ნავთობი შემოიტანა, ხოლო აპრილში დამატებით 485 ტონა.

ამასთან, მონაცემების მიხედვით, ბულგარეთი და პოლონეთი ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანაა, რომლებმაც წელს ნავთობი ირანიდან შემოიტანეს: ბულგარეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი 113%-ით გაზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 314 მლნ ტონამდე, ხოლო, პოლონეთმა ირანიდან 19 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, აშშ-ს სანქციების შესასრულებლად თურქეთმა ნულამდე შეამცირა ირანიდან ნავთობის იმპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები