იერუსალიმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათასობით ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა იერუსალიმში გააპროტესტა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს და თავს დაესხნენ ულტრაორთოდოქსი მინისტრის ავტომობილს. საპასუხოდ, პოლიციამ, მათ დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა.

ისრაელში ებრაელი მამაკაცებისა და ქალების უმეტესობისთვის სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა, მაგრამ შეთანხმებების თანახმად, ულტრაორთოდოქსი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის მთავრობას ულტრაორთოდოქსი იეშივა სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები