ლევან ჟორჟოლიანი – ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს

“ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტი ტაჯიკეთში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული ვიზიტი არის. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ასევე პრეზიდენტს. დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საშუალება, რომ შეხვედროდნენ კოლეგა მინისტრებს, კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს. აღნიშნული ძირითადად ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების, სპორტის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობას. დღეს დაგეგმილი არის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, რომლის შემდეგაც დელეგაცია დაასრულებს ოფიციალურ ვიზიტს”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები