“სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიიდან გამომდინარე, განწყობები არის შეცვლილი” – ლევან მაჭავარიანი

“აშშ და სხვა მძლავრი სახელმწიფოები ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას და თურმე კაია კალასი და მარტა კოსი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას – მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და თავადვე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი “დღის ქრონიკასთან” საუბრისას აცხადებს.

როგორც ის ამბობს, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიიდან გამომდინარე, განწყობები არის შეცვლილი.

“ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი რომ ბრძანდებოდა შუა აზიაში, შუა დერეფანზე რომ საუბრობდა და საქართველო გამოტოვა, ამიტომ მიიღო პასუხი ჩვენი ნამდვილი მეგობრისგან, ილჰამ ალიევისგან, რომელმაც თქვა, რომ ან რუკაში ვერ ერკვევა ქალბატონი ურსულა ან სხვა რაღაცაშია საქმეო.

იმ დონეზე არიან დასულები, რომ რუკაზეც არ გიმჩნევენ. თითქოს ბუტიაობის რეჟიმში არიან. ეს მმართველი კლასი უნდა გამოიცვალოს, თორემ ისინი დაღუპავენ ევროკავშირს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები