საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე – მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
“მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,’ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების მიმართ და აღიარებენ მის უალტერნატივო ცენტრალურ როლს.
“მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართ, მათ შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია კომუნიკეში.