თამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ “ტვ ფორმულამ” 540 000 ლარი აიღო “ნაცმოძრაობისგან” 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში
“არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, “ფული აიღეს აი ამ უპასუხისმგებლობის კრიტიკოსების დაბლოკვაში, რომ ხალხი იოლად მოტყუებულიყო და “თბილისის აგდებას რა უნდა” – ცირკი გაეთამაშებინათ.”
ჩერგოლეიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათთვის არ იყო ცნობილი, უბრალოდ, დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ .
“ანუ ხომ ხვდებით, რომ პატიოსნების ნიშანია, როცა ასეთ ბინძურ კლოაკაში დაბლოკილი ხარ. მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, რომ 4 ოქტომბერი სრული ფარსია, უბრალოდ დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ – აბა თავს ხომ არ დაიბლოკავდნენ ტელეკლოაკებში.
ეს ავტოკრატიული სიბინძურეები მიწასთან რომ გასწორდებიან, სამშვიდობოს მაშინ გავალთ.”- წერს ჩერგოლეიშვილი.