რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინებუგოვმა თქვა, რომ ოკუპანტებმა იერიში საავიაციო არტილერიით განახორციელეს.

იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 9. სინებუგოვის თქმით, ადგილზე ამ დრომდე ეძებენ კიდევ 9 ადამიანს.

ბომბი ფოსტის შენობასთან არსებულ ავტოპარკში ჩამოვარდა. ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა 8 ავტომობილს, ადგილზე გაჩნდა მსუბუქი ხანძარიც, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები