ლონგ აილენდში სილამაზის სალონს ავტომობილი შეეჯახა – დაღუპულია 4 ადამიანი

4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლონგ აილენდში მომხდარი შემთხვევის დროს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილი სილამაზის სალონს შეეჯახა.

დაღუპულები და დაშავებულები შემთხვევის დროს სალონში იმყოფებოდნენ. დაშავდა ავტომობილის მძღოლიც – ის კლინიკაშია გადაყვანილი და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინციდენტის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები