კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორისმოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.

ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 29 ივნისის ღამეს, სოფელ გოროდიშჩეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის კიდევ ორი ​​წევრი რილსკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – წერს სმირნოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები