ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, მომავალ კვირაში შეხვდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, უკრაინასთან ურთიერთობის დალაგებისკენ ნაბიჯის გადადგმის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, მომავალ კვირაში შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 27-28 ივნისს ბრიუსელში გაიმართა, ორბანმა უკრაინასთან ურთიერთობის ცვლილების გადაწყვეტილების შესახებ სიგნალი გააგზავნა. მისმა პოლიტიკურმა დირექტორმა კი ორბანისა და ზელენკის შეხვედრა დააანონსა.

მან შეხვედრის ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ის, რომ უნგრეთი 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, უნგრელი ჩინოვნიკები მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობას უარყოფდნენ. აქვე აღნიშნავენ, რომ ორბანი პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იყო, რომლებიც უნგრეთის პრემიერს არწმუნებდნენ, რომ უკრაინასთან მისი საჯარო კონფლიქტი უკვე დიდი ხანია, გრძელდება და ეს უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები