CBC News: კანადის თავდაცვის შტაბს პირველად ქალი უხელმძღვანელებს

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გენერალ-ლეიტენანტ ჯენი კარიგნანი კანადის თავდაცვის შტაბის უფროსად დანიშნავს, ის პირველი ქალი იქნება, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CBC News საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო კანადის თავდაცვის შტაბის უფროსად გენერალ-ლეიტენანტ ჯენი კარიგნანს დანიშნავს, რომელიც გენერალ უეინ ეირს კანადის შეიარაღებული ძალების მეთაურად ჩაანაცვლებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ თანამდებობის შექმნის შემდეგ, 1964 წლიდან, კანადას თავდაცვის 21 უფროსი ჰყავდა და ყველა მათგანი მამაკაცი იყო.

კარიგნანს თანამდებობა ოთხშაბათს შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. მოსალოდნელია, რომ ტრუდო მის დანიშვნას ოფიციალურად სამშაბათს, 2 ივლისს გამოაცხადებს. სარდლობის შეცვლის ცერემონია, რომლის დროსაც კარიგნანი ოფიციალურად დაინიშნება მთავარ თანამდებობაზე, 18 ივლისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები