მედია: სირიასთან ურთიერთობების აღსადგენად ერდოღანი ასადთან შეხვედრას არ გამორიცხავს

სირიასთან ურთიერთობების აღსადგენად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებამდე, ბაშარ ალ-ასადმა განმარტა, რომ მისი მთავრობა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ღიაა, ვიდრე ანკარა პატივს სცემს სირიის სუვერენიტეტს და ხელს უწყობს კონტრტერორიზმს.

საპასუხოდ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარას და დამასკოს შეუძლიათ იმოქმედონ ურთიერთობების აღსადგენად.

“არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს არ მოხდეს. ისევე, როგორც ჩვენ წარსულში ვინარჩუნებდით ძლიერ კავშირებს – ჩვენ ოჯახებს შორის მოლაპარაკებებიც კი გვქონდა ბატონ ასადთან – რა თქმა უნდა, შეუძლებელია (ვთქვათ), რომ ეს აღარ განმეორდება მომავალში, ეს შეიძლება მოხდეს“, – დასძინა მან.

ერდოღანმა განცხადების გაკეთების დროს აღნიშნა, რომ თურქეთი არ აპირებს სირიის შიდა საქმეებში ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აპრილში, მრავალწლიანი მტრობის შემდეგ თურქეთ-სირიის კავშირების აღდგენის მცდელობის მოტივით, ირანის, რუსეთის, სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა და დაზვერვის ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები