The Guardian: მდინარე სენაში დაბინძურების დონე კვლავ მაღალია

პარიზში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე მდინარე სენაში დაბინძურების დონე კვლავ მაღალია, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე სენაზე ცურვაში შეჯიბრება.

უახლესმა ტესტებმა, რომელიც პარიზის მერიამ გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ რომ E Coli ბაქტერიის დონე – ფეკალური ნივთიერების მაჩვენებელი – ბევრად აღემატება სპორტული ფედერაციების მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს, რომელიც მდინარეზე ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო.

„არახელსაყრელი ჰიდროლოგიური ფაქტორების გამო წყლის ხარისხი გაუარესებულია. ამის მიზეზია წვიმა, სწრაფი დინება, მზის ნაკლებობა, სეზონურ ნორმაზე დაბალი ტემპერატურა და ზედა დინების დაბინძურება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში 1,4 მილიარდი ევრო დახარჯა მდინარის გაწმენდის მცდელობაში პარიზის საკანალიზაციო სისტემის გაუმჯობესებით, ასევე წყლის გამწმენდი და შესანახი ახალი ობიექტების აშენებით.

ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა მდინარეზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება, თუმცა, ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ივლისში მშრალი ამინდი და მზე საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სენა გარე ცურვის ღონისძიებებისთვის დაწესებულ ზედა ზღვარს მოერგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები