ზელენსკი: წელს უკრაინა ომის დასრულების მკაფიო და დეტალურ გეგმას წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ომის დასრულებისთვის „მკაფიო და დეტალურ“ გეგმას ამზადებს, რომელიც წელს მზად იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში უკრაინა წარადგენს თავის დეტალურ ხედვას ენერგეტიკის, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაცვლების შესახებ.

“უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ვართ ამ ომში მსხვერპლი. სამშვიდობო სამიტი გავიდა და ახლა ჩვენ დეტალურად ვმუშაობთ სამ გეგმაზე:
ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეების და ცხედრების გაცვლა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს მოვაგვარებთ.

ამასთან, განვავითარებთ და მოვამზადებთ სამშვიდობო ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, რომელიც იქნება მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორის წინაშე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის დამთავრების გეგმის ჩვენება, რომელსაც მსოფლიოს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა სლოვენიელ კოლეგასთან, ნატაშა პირც-მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაფერი მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები