დიმიტრი პესკოვი: არ მგონია, მოლოდინი გქონოდათ იმისა, რომ პუტინი მაღვიძარას დააყენებდა და ბაიდენ-ტრამპის დებატებს უყურებდა

„არა მგონია, მოელოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, დილით გაეღვიძა და შეერთებულ შტატებში დებატებისთვის ეყურებინა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში დებატები რუსეთის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის.

„ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის აქტუალური. ეს ის საკითხებია, რომლებითაც ჩვენი პრეზიდენტი არის დაკავებული. აშშ-ში დებატები ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის“, – დასძინა მან.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, ისინი გაეცნობიან ყველა იმ განცხადებას, რომელიც დებატების ფარგლებში გაკეთდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით და გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, – აღნიშნა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები