ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების 24-ე პაკეტს გადასცემს

ფინეთმა 28 ივნისს უკრაინის სამხედრო დახმარების 24-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 159 მილიონი ევრო (170 მილიონი დოლარი) დაუჯდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა მთავრობის მოთხოვნით დაამტკიცა დახმარების ახალი პაკეტი. სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა შედის პაკეტში, ასევე როდის და რა გზით მოხდება დახმარების მიწოდება.

“ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას უსამართლო რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საუბარია არა მხოლოდ უკრაინის, ყველა თავისუფალი ხალხის არსებობის უფლების საკითხზე”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული თავდაცვითი საშუალებების ჯამური ღირებულება 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები