უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა რუსების „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის ცნობით, მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალების წინააღმდეგ ზუსტი გასროლა განხორციელდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “იგლას” საშუალებით.

„შევამჩნიეთ მტრის „სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა.

მოიერიშე თვითმფრინავი გამიზნული გასროლით ჩამოვაგდეთ“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები