Politico: ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დაიწყოს

თუ იერუსალიმი და ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები ორივე მხარის დეესკალაციას ცდილობენ, თუმცა, შეთანხმება დაძაბულ მოლაპარაკებებშია, ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა და „ჰეზბოლამ“ შეიმუშავეს საბრძოლო გეგმები და დამატებითი იარაღის შეძენას ცდილობენ.

იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარემ უარი განაცხადა ომში ჩართვაზე, ამერიკელი ოფიციალური პირები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ინტენსიური ომი, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი გამოიწვევს კონფლიქტს, რომელიც აშშ-ს აიძულებს დაეხმაროს იერუსალიმის დაცვას და ბაიდენის ადმინისტრაციას უბიძგოს, უფრო ღრმად ჩაერთოს რეგიონში, რომლის დატოვებასაც ის წლების განმავლობაში ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები