რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ექვს ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა

სამინისტრო: რუსეთის ექვს ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ბრიანსკის ოლქის თავზე 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, 9 – სმოლენსკის თავზე, 2 – კურსკში, თითო-თითო კი – თითო ვორონეჟსა და როსტოვში, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის ცნობით, რეგიონულ ცენტრზე თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის. ვასილი ანოხინის განცხადებით, პოჩინკოვსკის რაიონში სამხედრო ობიექტზე თავდასხმას 9 უკრაინული „კამიკაძე-დრონი“ შეეცადა.

მანვე აღნიშნა, რომ არავინ დაშავებულა.

დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ ეგოროვმაც.

გუბერნატორის თქმით, დრონი მიჩურინის მუნიციპალურ ოკრუგში, ნავთობის საცავში დაეცა, სადაც ხანძარი გაჩნდა – თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები