მედია: აშშ და ისრაელი უკრაინასთან Patriot-ის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და უკრაინა კიევისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 8-მდე სისტემის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის Patriot-ების გაგზავნას ჯერ შეერთებულ შტატებში, იქიდან კი უკრაინაში.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები სამი ქვეყნის მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების დონეზე მიმდინარეობს.

Financial Times-ის ცნობით, Patriot-ის ახალი მარაგების შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ინფორმაციისთვის, ამჟამად უკრაინას Patriot-ის მინიმუმ ოთხი სისტემა აქვს, რომელიც აშშ-მა და გერმანიამ მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები