ჯო ბაიდენი: იმ დროისთვის, როდესაც დონალდ ტრამპმა ოფისი დატოვა, ქაოსი იყო, ჩვენ კი ყველაფერი ისევ აღვადგინეთ

დონალდ ტრამპმა როდესაც ოფისი დატოვა, ქაოსი იყო, ჩვენ კი ყველაფერი ისევ აღვადგინეთ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის დროს ეკონომიკა ჩამოინგრა.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკა, რომელიც თავისუფალ ვარდნას განიცდიდა. პანდემია, რომელსაც ასე ცუდად მართავდნენ. ბევრი ადამიანი კვდებოდა. ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, იყო არასერიოზული, როგორიცაა მათეთრებლის ინექციების გაკეთება.

ეკონომიკა ჩამოინგრა, არ იყო სამსახურები, უმუშევრობის დონე 15 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ეს იყო საშინელება. ასე რომ, ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ყველაფრის აღდგენის მცდელობა და ეს არის სწორედ ის, რისი კეთებაც დავიწყეთ.

ჩვენ შევქმენით 15 ათასი ახალი ადგილი. ჩვენ გვაქვს 800 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მრეწველობაში. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელია. სამუშაო კლასის ადამიანებს ჯერ კიდევ პრობლემები აქვთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობ, რათა უზრუნველვყო ამ პრობლემებთან გამკლავება.

თუ გადახედავთ ყველაფერს, რაც გაკეთდა მისი ადმინისტრაციის მიერ, მას ბევრი რამ სულაც არ გაუკეთებია.

იმ დროისთვის, როდესაც მან ოფისი დატოვა, ქაოსი იყო. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი ისევ აღვადგინეთ“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები