დონალდ ტრამპი: უკრაინა ომს ვერ მოიგებს

ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ის არ დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენეტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

“რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი მკვდარია, იმაზე მეტი, ვიდრე ხალხმა იცის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

„უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა. ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით – ყველაფერი მის (ბაიდენის) და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო.

მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას“, – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დებატენის დროს ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები