დონალდ ტრამპი: მთელ მსოფლიოში ჩვენ პატივს აღარ გვცემენ, როგორც ქვეყანას

მთელ მსოფლიოში ჩვენ პატივს აღარ გვცემენ, როგორც ქვეყანას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

მისივე ცნობით, აშშ აირს მესამე მსოფლიოს ქვეყანა.

„მთელ მსოფლიოში ჩვენ აღარ გვცემენ პატივს, როგორც ქვეყანას. ჩვენს ლიდერობას პატივს აღარ სცემენ. აშშ-ს პატივს აღარ სცემენ. ჩვენ ვართ როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა. მის მიერ არჩევნების იარაღად გამოყენების, პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობის, იმ ყველაფრის გამო, რაც მან გააკეთა, ჩვენ გავხდით როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანა.

ის ზარალი, რომელიც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა, არის სირცხვილი.

ვისურვებდი, მისთვის მეკითხა და ამას გავაკეთებ, რატომ დაუშვა მან, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყო მილიონობით ადამიანი ციხეებიდან, საპატიმროებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან და ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები