ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს.

მხარეებმა დებატების დროს სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ პირობები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასასრულებლად, „მიუღებელია“.

კერძოდ, საუბარია ვლადიმერ პუტინის ე.წ. ომის დასრულების გეგმაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ კიევი დათმობს ოთხ რეგიონს, რომელზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

დებატების დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომს დაასრულებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.

იმავე საკითხზე საუბრისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი „ომის დამნაშავეა“, რომელსაც „ძველი საბჭოთა იმპერიის“ დაბრუნება სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები