სტოლტენბერგი: რუსეთს არ შეუძლია მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა უკრაინაში

Press conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg ahead of the 2023 NATO Vilnius Summit

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა უკრაინის ბრძოლის ველზე, მაშინ როცა კიევი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთს მის ტერიტორიაზე დარტყმებით.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სტოლტენბერგმა სააგენტო AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გაზაფხულსა და ზაფხულში კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო უკრაინაში, „მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მცირე წარმატებებით“.

„და ჩვენ არ გვაქვს სხვა ნიშნები ან საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობები და ძალა მნიშვნელოვანი გარღვევის მისაღწევად“, – დასძინა მან.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, განაგრძობს წინსვლას ფრონტის ხაზის გასწვრივ და უკრაინაზე საჰაერო იერიშებს განახორციელებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებმა შეძლეს ფრონტის ხაზის შენარჩუნება. მათ შეძლეს რუსი ოკუპანტებისთვის მძიმე დანაკარგების მიყენება – როგორც ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები