რუსეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 10 ადამიანი
რუსეთში, ვორკუტა-ნოვოროსიისკის მიმართულებით მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა კომის რესპუბლიკაში მოხდა.
კომის გუბერნატორის, ვლადიმერ უიბას განცხადებით, მატარებელში 195 მგზავრი და 20 რკინიგზის თანამშრომელი იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, სარკინიკზო კატასტროფის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი.