საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის წევრი: პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს
პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს , – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ წევრმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
„რაც შეეხება პრემიერის არჩევას, პრეზიდენტმა გააცნობიერა, რომ მას დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს“, – განაცხადა ლე პენმა.
ამასთან, მარინ ლე პენი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, მთავრობას ჩამოაყალიბებს და შეზღუდვებს დააწესებს.
ამ თემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ შეზღუდვები დაწესდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რისი გაკეთება შეუძლია ემანუელ მაკრონს უკრაინის მხარდასაჭერად.
„ჯორდანი მასთან დაპირისპირებას არ აპირებს, მაგრამ მან წითელი ხაზები მკაფიოდ განსაზღვრა.
პრეზიდენტი უკრაინაში ჯარების გაგზავნას ვერ შეძლებს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.