უკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

მისი განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 მილიარდ ევროს მიაღწია.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility -ის ფარგლებში დახმარების პირველი ტრანში, 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით, 20 მარტს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები