ბოლივიაში გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა

ბოლივიის პოლიციამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები, მისი ხელმძღვანელობით, დედაქალაქ ლა პასში, პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებულმა ხუან ხოსე ზუნიგამ განაცხადა, რომ მას დემოკრატიის რესტრუქტურიზაცია სურდა.

ამასთან, ბრალდებულის კომენტარის შემდეგ, პრეზიდენტმა ლუის არსემ დაგმო გადატრიალების მცდელობა და საზოგადოებას დემოკრატიის სასარგებლოდ ორგანიზებისა და მობილიზებისკენ მოუწოდა.

”ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გადატრიალების მცდელობამ კიდევ ერთხელ შეიწიროს ბოლივიელთა სიცოცხლე,” – თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სიტყვებმა რეზონანსი გამოიწვია და დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტები ქუჩებში ხელისუფლების მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

ინფორმაციისთვის, ხუან ხოსე ზუნიგას დაკავების შემდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები