ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღნიშნული პაკეტი, რომელიც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს მოიცავს, თავის მხრივ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ჩვენს ზომებს გააძლიერებს, მათ შორის სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ორშაბათს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა.

აღნიშნული პაკეტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) სანქციებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები