მარკ რუტე: ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია

ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, – ამის შესახებ ნატოს მომავალი გენერალური მდივანი მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება.

„ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც უმნიშვნელოდ არ მივიჩნევ.

მადლობა ყველა მოკავშირეს ნდობის გამოცხადებისთვის. მოუთმენლად ველი ოქტომბერს, რათა მოვალეობის შესრულება ენერგიულად დავიწყო, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრემ, რომელიც გასული 10 წლის განმავლობაში ნატოს გამორჩეულად ხელმძღვანელობდა და რომლითაც მე ყოველთვის დიდად აღფრთოვანებული ვიყავი“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ინფორმაციისთვის, მარკ რუტე მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები