ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა

ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასანჟს აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ამასთან, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქმის დასრულებით მოხარულია.

შეგახსენებთ, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა.

ინფორმაციისთვის, Wikileaks-ის დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა.

ასანჟის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები