დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართება
28 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართება.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დემეტრე გამსახურდია ქართველი მუსიკოსია, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში მოღვაწეობს.
„მე მიმაჩნია რომ ის გამორჩეულად ნიჭიერია, უჩვეულოდ სერიოზული, სიღრმისეული მუსიკალურობით და შეგრძნებით“ (გეორგ ფრიდრიხ ჰაასი).
დემეტრე გამსახურდიას კომპოზიციები იყენებენ მრავალ აკუსტიკურ და ელექტრონულ ელემენტს, რომლებიც ისეთ ჟანრებში გვხვდება როგორიც არიან ემბიენთ, ნოიზ, მეტალი, ფილმის მუსიკა, ეთნომუსიკა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის რეპერტუარი.
ქართული ბგერათაგანრიგის ძველი პრაქტიკა დღემდე ამ კომპოზიციების ფუძეა. ისინი განსაკუთრებული წყობების, ინტონაციების და ვიბრაციების გამოყენებით მსმენელს აძლევენ შესაძლბლობას, იმერსიულად მიიღოს უჩვეულო სიხშირეების და დროს მანიპულაციის გამოცდილება და ბგერის ფენომენები აღიქვას, როგორც ცოცხალი სინამდვილე.
ბევრმა პიროვნებამ, მათთან ურთიერთობამ, თანამშრომლობამ და შეხვედრამ განაპირობა დემეტრე გამსახურდიას შემოქმედება, განსაკუთრებით ისეთ ხელოვანებთან, როგორნიც არიან: გეორგ ფრიდრიხ ჰაასი, მინას ბორბუდაკისი, ხატია ბუნიათიშვილი, როლანდ მოზერი, ხულიო ბარეტო, ფრედ ფრითი, ანტონიო ბალისტა, სერგეი კუდრიაკოვი, ბერნჰარდ ლანგი და სტეფანო გერვაზონი.
დემეტრე გამსახურდია დღევანდელ დღეს მოღვაწეობს კომპოზიციის, პიანისტის და მუსიკის პროდიუსერის სფეროში. ის უკრავს სოლისტურ და კამერულ რეპერტუარს, პორტეპიანოს ძველ და თანამადროვე ლიტარატურას და იმპროვიზაციას როგორც სოლისტი და როგორც ბენდების, ანსამბლების და სხვა დაჯგუფებების წევრი.
რამდენიმე წელია, რაც გამოცემულია ალბუმი “Oracle’s Blast”, დემეტრე გამსახურდიას კომპოზიციებთან ერთად გერმანული, ბრაზილიული, ამერიკული და შვეიცარიული თანამედროვე მუსიკა არის ჩაწერილი.
მას მერე ცნობილმა ჰობოისტმა, დირიჟორმა და კომპოზიტორმა ჰაინც ჰოლიგერმა დემეტრე გამსახურდიას შეკვეთა მისცა, რომლისგანაც შედგა ნაწარმოები სახელად „ქარვა “. ეს კომპოზიცია იმავე წელს დაიკრა თბილისში და ჟენევაში ჰაინც ჰოლიგერის შესრულებით, და სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
პოლონეთში და შვეიცარიაში დაიდგა დიდი ზომის მუსიკალური თეატრი „ვიკარე”, რამაც კონტროვერსიაც და ბევრი კარგი შეფასებაც მოიტანა.
ჟენევა კამერატამ მნიშვნელოვანი საორკესტრო შეკვეთა მისცა დემეტრე გამსახურდიას, დაიკრა რამოდენიმე კონცერტი დავით გრაილზამერის დირიჟორობით. მოგვიანებით, შვეიცარიაში დაიდგა დემეტრე გამსახურდიას გიტარების კვარტეტი “Greater Unity”. მომდევნო წელიწადს დემეტრე გამსახურდია “Uncool” რეზიდენსიის არტისტი იყო. იქ შექმნილი საფორტეპიანო კომპოზიცია „მიკარება” მან თბილისში, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით შეასრულა. გარდა ამისა შვეიცარიაში და საქართველოში განხორციელდა დემეტრე გამსახურდიას მუსიკალური პროექტი “Ghost in the Cell” სამუელ მელვილის და მერაბ კოსტავას ტექსტებით.