თინათინ რუხაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, ისაუბრეს ლევილის ქართველთა მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები