კენიაში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლი გახსნა, დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი

კენიაში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს, პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 მომიტინგე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.

ინფორმაციისთვის, ნაირობიში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათასობით კენიელი დეპუტატების მიერ ახალი საგადასახადო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა და კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვდა.

საგადასახადო კანონპროექტის მიღების შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები